კრიპტოვალუტების ფასები შემცირებულია
სამშაბათს, 8 დეკემბერს კრიპტოვალუტების ბაზარმა უკან დახევა დაიწყო. ეს კი ნიშნავს, რომ ციფრული ვალუტების ფასები ისევ შემცირდა. ყველაზე მსხვილმა კრიპტოვალუტამ, ბიტკოინმა გასულ კვირას შეძლო და 19.400 დოლარის მხარდაჭერა მოიპოვა. თუმცა დღევანდელი მონაცემებით ბიტკოინის ფასი ამ ზღვარს ჩამოსცდა. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის კურსი 18.896 დოლარის ფარგლებში მერყეობს. ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ გუშინ ბიტკოინზე ვაჭრობა 19.191 დოლარზე დაიხურა….
