კვლევა: პანდემიის დროს კრიპტოვალუტის თაღლითური გარიგებების რაოდენობა გაიზრდება

0
1212

Kaspersky Lab-ის კვლევის თანახმად, COVID-19 კრიზისის დროს ბიტკოინზე კიბერ შეტევების რაოდენობა გაიზრდება.

“კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული თაღლითობა და ქურდობა, სავარაუდოდ, გაიზრდება COVID-19-ის შემდგომ პერიოდშიც”,- ნათქვამია კიბერუსაფრთხოებისა და ანტივირუსული პროვაიდერის Kaspersky Lab-ის ახალ ანგარიშში.

კომპანიამ ფინანსური ორგანიზაციებისათვის კიბერ ზიანის მიყენების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა. ანგარშში საუბარია ფინანსური თავდასხმების რამდენიმე სპეციფიკურ ტიპზე, რომლებიც სავარაუდოდ 2021 წელს გაიზრდება.

ანგარიშში საუბარია COVID-19 პანდემიით გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისზე, რომელსაც გლობალური სახე აქვს და აღარიბებს მსოფლიოს. ეს ფაქტორი კი ხელს შეუწყობს კრიმინალის ზრდას. კრიმინალის ზრდა ბიტკოინსაც შეეხება.

კვლევის თანახმად, ბიტკოინი, სავარაუდოდ, ყველაზე მიმზიდველი აქტივია კიბერდანაშაულისთვის, რადგან ის ყველაზე პოპულარული ციფრული აქტივია.

”ჩვენ შეიძლება დავინახოთ გარკვეული ეკონომიკის კრახი და ადგილობრივი ვალუტის ვარდნა, რაც ბიტკოინის ქურდობას ბევრად უფრო მიმზიდველს გახდის. ჩვენ უნდა ველოდოთ მეტ თაღლითობას, რომელიც ძირითადად მიზნად ისახავს ბიტკოინის მოპარავას, რადგან ეს კრიპტოვალუტა ყველაზე პოპულარულია”,- აღნიშნულია მოხსენებაში.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი