Market

    5 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

    ოთხშაბათს, 5 სექტემბერს კრიპტოვალუტის ბაზარმა ერთი საათის განმავლობაში მკვეთრი ვარდნა განიცადა. კრიპტოვალუტების მთლიანი კაპიტალიზაცია დაახლოებით 12 მილიარდი დოლარით შემცირდა. ბიტკოინის ფასი 7.000 დოლარის ნიშნულს ჩამოსცდა. კრიპტოვალუტის ფასმა ბოლო 24 საათის განმავლობაში 5%-ით დაიკლო. საბოლოოდ, ბიტკოინის ფასმა 6.996 დოლარი შეადგინა. ბიტკოინი ბოლო პერიოდი ზრდის მყარ ტენდენციას აჩვენებდა. გუშინდელი შემცირების შემდეგ კვირის განმავლობაში კრიპტოვალუტის ფასის კლების მაჩვენებელი…

    Read More

      სამხრეთ კორეის მთავრობა საჯარო სექტორში Blockchain-ის დანერგვას იწყებს

      სამხრეთ კორეის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტოს, სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტროსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ Blockchain-ის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. სამხრეთ კორეის მთავრობა გეგმავს დაახლოებით 9 მილიონი დოლარი დახარჯოს და ხელი შეუწყოს Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას, როგორც საჯარო ასევე, კერძო სექტორში. როგორც ცნობილია, წელს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ Blockchain-ს პროექტებზე…

      Read More

        Deutsche Bank-ის ყოფილი ტრეიდერი კრიპტოინდუსტრიაში გადადის სამუშაოდ

        Deutsche Bank-ის ყოფილი ტრეიდერი იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა FXcoin-ში გადავიდა სამუშაოდ. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. განცხადების თანახმად, 2018 წლის სექტემბრიდან Deutsche Bank-ის ინსტიტუციონალური მოვაჭრე იესაო მაცუდას FXcoin-ში სტრატეგიული პოზიცია ექნება, რომლის მოვალეობაშიც კრიპტოვალუტის ბაზრების ანალიზი და ყოველდღიური ანგარიშები მომზადება შევა. FXcoin-ი, რომელიც დაარსდა 2017 წლის სექტემბერში, ამჟამად იაპონიის მომსახურეობის სააგენტოსგან, ქვეყნის მარეგულირებლისგან ელოდება დასტურს, რათა…

        Read More

          ბელგიის მარეგულირებელმა 78 კრიპტოვალუტის ბირჟას გაფრთხილება მისცა

          ბელგიის ფინანსური მომსახურეობის სააგენტომ გამოაქვეყნა კრიპტოვალუტის პლატფორმების სია, სადაც თაღლითობის ნიშნები დაფიქსირდა. სია ჯამში მოიცავს 78 კრიპტო პლატფორმას. მიუხედავად გაფრთხილებისა, მარეგულირებელთან მომხმარებლის მხრიდან არაერთი საჩივარია შესული ამ კომპანიების შესახებ. სააგენტო წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ მათ არაერთხელ გააფრთხილეს ეს ბირჟები ისინი კვლავინდებურად აგრძელებენ საეჭვო საქმიანობას. ბელგიის მარეგულირებელმა აღნიშნული ბირჟები ჯერ კიდევ თებერვალში გააფრთხილა. “საეჭვო რეპუტაციის…

          Read More

            ანალიტიკოსები: მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს

            ბიტკოინის შესახებ ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნიზს აკეთებენ. ფასი ზრდას განაგრძობს. დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 7.351 დოლარს შეადგენს. როგორც ექსპერტები ამბობენ მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო ზრდა. მთავარია კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნოს და ფასის შემცირება არ აჩვენოს. იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი გაიზარდა მოსალოდნელი ნიშნული 8.000 დოლარი იქნება. ხოლო, თუკი კრიპტოვალუტამ ფასის გაუმჯობსება გაანგრძო მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ღირებულებამ…

            Read More