სამხრეთ კორეის მთავრობა საჯარო სექტორში Blockchain-ის დანერგვას იწყებს

0
2216

სამხრეთ კორეის ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტოს, სამხრეთ კორეის მეცნიერების სამინისტროსა და საინფორმაციო ტექნოლოგიების ორგანიზაციამ განაცხადა, რომ Blockchain-ის საპილოტე პროგრამის განხორციელებას იწყებს.

ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს.

სამხრეთ კორეის მთავრობა გეგმავს დაახლოებით 9 მილიონი დოლარი დახარჯოს და ხელი შეუწყოს Blockchain ტექნოლოგიის დანერგვას, როგორც საჯარო ასევე, კერძო სექტორში.

როგორც ცნობილია, წელს სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ Blockchain-ს პროექტებზე 3.8 მილიონი დოლარი დახარჯა.

როგორც სამხრეთ კორეის მედია იუწყება, წელს სამეცნიერო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების სამინისტრომ 41 ინსტიტუტიდან 72 განაცხადი მიიღო და საჯარო სექტორში Blockchain-ის განვითარებისთვის ექვსი საბოლოო პროექტი შეარჩია. ასევე ცნობილი გახდა, რომ 2019 წლისთვის, დაგეგმილი პროექტების რაოდენობა 12-მდე გაიზრდება.

ადგილობრივი საინფორმაციო საშუალებები აქტიურად წერენ ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელის მინ კინგ-სიკის მიერ გასაჯაროებულ გეგმებზე.

“საჯარო სექტორის მიზანია, აქტიური როლი შეასრულოს ინდუსტრიის აღორძინებაში. ჩვენ ვგეგმავთ უფრო მეტი თანხა გამოვყოთ Blockchain პროექტებზე სამუშაოდ”,- განაცხადა ინტერნეტისა და უსაფრთხოების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი