Deutsche Bank-ის ყოფილი ტრეიდერი კრიპტოინდუსტრიაში გადადის სამუშაოდ

0
1944

Deutsche Bank-ის ყოფილი ტრეიდერი იაპონიის კრიპტოვალუტის ბირჟა FXcoin-ში გადავიდა სამუშაოდ.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

განცხადების თანახმად, 2018 წლის სექტემბრიდან Deutsche Bank-ის ინსტიტუციონალური მოვაჭრე იესაო მაცუდას FXcoin-ში სტრატეგიული პოზიცია ექნება, რომლის მოვალეობაშიც კრიპტოვალუტის ბაზრების ანალიზი და ყოველდღიური ანგარიშები მომზადება შევა.

FXcoin-ი, რომელიც დაარსდა 2017 წლის სექტემბერში, ამჟამად იაპონიის მომსახურეობის სააგენტოსგან, ქვეყნის მარეგულირებლისგან ელოდება დასტურს, რათა ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებული ბიზნეს საქმიანობისთვის ლიცენზია მიიღოს.

ამასთანავე, უნდა აღინიშნოს, რომ FXcoin-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი ტომო ონიში არის Deutsche Bank-ის ვეტერანი თანამშრომელი.

Bloomberg-ის მიერ გამოქვეყნებულ სტატიაში FXcoin-ის დამფუძნებელის სიტყვებია მოყვანილი, სადაც ტომო ონიში ამბობს, რომ ის ეცდება ყველაფერი გააკეთოს ლიცენზიის მისაღებად და ასევე ძალას არ დაიშურებს იმისთვის, რომ ტრადიციული ფინანსური სექტორიდან, რაც შეიძლება მეტ ადამიანს შესთავაზოს FXcoin-ში სამსახური.

შეგახსენებთ, რომ Deutsche Bank-ი 1870 წელს ბერლინში დაარსდა და დღემდე ერთ-ერთი წამყვანი და გავლენიანი ფინანსური ინსტიტუტის სტატუსს ინარჩუნებს.

ამ წლის დასაწყისში ბანკის მმართველმა მარკუს მიულერმა განაცხადა, რომ გერმანიის მთავრობა კრიპტოვალუტის ლეგიტიმაციის საკითხს დაახლოებით 5-დან 10 წელიწადში გადაწყვეტდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი