ანალიტიკოსები: მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ფასი კიდევ უფრო მეტად გაიზარდოს

0
2851

ბიტკოინის შესახებ ანალიტიკოსები პოზიტიურ პროგნიზს აკეთებენ. ფასი ზრდას განაგრძობს. დღევანდელი მონაცემებით, ბიტკოინის ღირებულება 7.351 დოლარს შეადგენს.

როგორც ექსპერტები ამბობენ მოსალოდნელია ფასის კიდევ უფრო ზრდა. მთავარია კრიპტოვალუტამ ზრდის ტენდენცია შეინარჩუნოს და ფასის შემცირება არ აჩვენოს.

იმ შემთხვევაში, თუ ბიტკოინის კურსი გაიზარდა მოსალოდნელი ნიშნული 8.000 დოლარი იქნება. ხოლო, თუკი კრიპტოვალუტამ ფასის გაუმჯობსება გაანგრძო მოსალოდნელია, რომ ბიტკოინის ღირებულებამ 8.566 დოლარამდე მიაღწიოს.

ხოლო, თუკი ბიტკოინის კურსმა კლების ტენდენცია აჩვენა კრიპტოვალუტის მოსალოდნელი დონე 6.995 დოლარი იქნება.

ეთერიუმი კვლავ რთულ მდგომარეობაში რჩება. კრიპტოვალუტის სამიზნე ფასი ისევ 300 დოლარია. თუკი, ეთერიუმი ამ ნიშნულს მიაღწევს მოსალოდნელი დონე 358 დოლარი იქნება.

CoinMarketCap-ის გუშინდელი მონაცემების თანახმად, ეთერიუმმა დღის განმავლობაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, რაც დააფიქსირა 291 დოლარი იყო. ამ ეტაპზე კრიპტოვალუტის ფასი 285 დოლარამდე მერყეობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი