Market

    უმსხივლესი კომპანია Goldman Sachs-ი კრიპტოვალუტით არ ივაჭრებს, მაგრამ ინვესტიციას განახორციელებს

    უმსხვილესი ამერიკული ფინანსური კომპანიის Goldman Sachs-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ლოიდ ბლანკფაინმა უარყო, რომ Goldman Sachs-ი კრიპტოვალუტებით ვაჭრობას დაიწყებს. თუმცა, კომპანია ციფრულ ვალუტაში ინვესტიციას განახორციელებს. 2015 წელს, Goldman Sachs-ის მთავარმა საინვესტიციო სტრატეგიის ჯგუფმა, რომელიც ტექნოლოგიურ კომპანიებში ინვესტირებას ახორციელებდა, მონაწილეობა მიიღო ბიტკოინის სტარტაპის დაფინანსებაში. კომპანიამ ამისათვის 50 მილიონი დოლარი გაიღო. გარიგება 2015 წლის 29 აპრილს შედგა, როდესაც ბიტკოინი…

    Read More

      შვეიცარიის ევანგელისტური ეკლესია შემოწირულობას ციფრულ ვალუტაში იღებს

      ციურიხის ევანგელისტურმა ეკლესიამ ნებაყოფლობითი ქველმოქმედების მიღება კრიპტოვალუტის საშუალებით დაიწყო. ეკლესია შემოწირულობებს ბიტკოინით, ბიტკოინ Cash-ით, ეთერიუმით, რიპლითა და სტელარ ლუმენით იღებს. “მომავალში, ციფრული ვალუტა და Blockchain-ის ტექნოლოგია ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებას უფრო და უფრო შეცვლის. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ეს ტექნოლოგია მალე ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილი გახდება. ოცი წლის წინ, არავის სჯეროდა, რომ ინტერნეტი ჩვენი ცხოვრებაში ასეთი…

      Read More

        თურქი ფეხბურთელი ანაზღაურებას ბიტკოინში აიღებს

        თურქეთის საფეხბურთო ნაკრები Harunustaspor-ი იუწყება, რომ კლუბი მოთამაშეს ნაწილობრივ ბიტკოინში გადაუხდის. ინფორმაციას ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება CNN Turk-ი ავრცელებს. კლუბის ხელმძღვანელი ჰალდუნ საჰიტი CNN Turk-თან ამბობს, რომ მან დაიქირავა 22 წლის ომარ ფარუკი, რომელსაც 2000 ლირას (528 დოლარს) ბიტკოინში, ხოლო 2500 ლირას (661 დოლარი) ქეშად გადაუხდის. ნახევრად პროფესიონალურ სპორტულ წრეებში მოთამაშის დაქირავებისათვის ასეთი ტიპის გადახდა პირველია….

        Read More

          სამხრეთ კორეის მედია: სამსუნგმა მაინინგის ჩიპების გამოშვება დაიწყო

          როგორც ცნობილი გახდა, სამსუნგმა უცნობი ჩინური კომპანიის პარტნიორობით ბიტკოინის მაინინგის ჩიპების მასობრივი წარმოება დაიწყო. ინფორმაცია, გუშინ, სამხრეთ კორეულ მედიაში გავრცელდა. ხმები სამსუნგის “სარისკო” საწარმოსთან დაკავშირებით, ჯერ კიდევ, ოქტომბერში დაირხა, როდესაც კომპანიამ აშშ-ის დეველოპერების კონფერენციაზე ბიტკოინის მაინინგის აღჭურვილობა წარადგინა, რომელიც შედგებოდა ძველი ანდროიდ სმარტფონებისგან. ფინანსურ სამყაროში გავრცელებული ხმები გარკვეულწილად ეწინააღმდეგება ერთმანეთს. უცნობი ჩინური კომპანიის გვერდით მედიაში…

          Read More

            სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტებით ვაჭრობას არ აკრძალავს

            სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრი, კიმ დონგ-იეონი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ აპირებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას. როგორც “Reuters today” იუწყება კანონმდებლების კითხვას რეგუალციებთან დაკავშირებით კიმ დონგ-იეონმა უპასუხა: “ჩვენ არ გვაქვს განზრახული კრიპტოვალუტის ვაჭრობის აკრძალვა ან რაიმე სახით ჩახშობა”. სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის განცხადება განსხვავდება მეზობელი ჩინეთის პოზიციისგან, სადაც მკაცრი რეგულაციების გამო, კრიპტოვალუტების ვაჭრობამ…

            Read More