სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრი, კიმ დონგ-იეონი ოფიციალური განცხადებით გამოვიდა, სადაც აღნიშნა, რომ სახელმწიფო არ აპირებს კრიპტოვალუტებით ვაჭრობის აკრძალვას.
როგორც “Reuters today” იუწყება კანონმდებლების კითხვას რეგუალციებთან დაკავშირებით კიმ დონგ-იეონმა უპასუხა: “ჩვენ არ გვაქვს განზრახული კრიპტოვალუტის ვაჭრობის აკრძალვა ან რაიმე სახით ჩახშობა”.
სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრის განცხადება განსხვავდება მეზობელი ჩინეთის პოზიციისგან, სადაც მკაცრი რეგულაციების გამო, კრიპტოვალუტების ვაჭრობამ კონტინენტური ჩინეთიდან მთლიანად ჰონგ-კონგში გადაინაცვლა.
კიმ დონგ-იეონის კომენტარები მოჰყვა იმ ფაქტს, რომ ბოლო დროს სახელმწიფომ მეტი ყურადღება მიაქცია კრიპტოვალუტებით ვაჭრობას.
ხელისუფლების მიერ შემოღებული წესები, ანონიმური ვირტუალური ანგარიშების ვაჭრობის მიზნით გამოყენების პრევენციას ახდენს. ეს ნიშნავს, რომ ფიზიკური პირები უნდა იყენებდნენ რეალურ სახელებს ბანკსა და გაცვლით ანგარიშებზე.
ოფიციალური პირების მიერ ბოლოდროინდელი განცხადებები მეტყველებდა იმაზე, რომ ქვეყანა კრიპტოვალუტის აკრძალვას გეგმავდა. ამასთანავე, პრეზიდენტის ადმინისტრაციამ 11 იანვარს განაცხადა, რომ იუსტიციის სამინისტრო კრიპტოვალუტების აკრძალვის შესახებ მუშაობდა.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, უნდა აღინიშნოს, რომ დღესდღეობით, სამხრეთ კორეა ბიტკოინისა და ციფრული ვალუტების ერთ-ერთ ყველაზე მსხვილ ბაზარს წარმოადგენს.