კრიპტოვალუტის კურსი მკვეთრად გაიზარდა: 12 აპრილის ფასების მცირე მიმოხილვა
12 აპრილი კრიპტოვალუტის ბაზრისთვის ნამდვილად პოზიტიური დღე იყო. თავდაპირველად უნდა აღინიშნოს, რომ ბიტკოინის ფასმა მოიმატა და ასცდა 7.000 დოლარის ნიშნულს. ჩანს, რომ კრიპტოვალუტა აქტიურდ იბრძვის 8.000 დოლარის მაჩვენებლისთვის. მიუხედავად იმისა, რომ კონკრეტული ფაქტი არ დადასტურებულა, თუ რას შეეძლო ფასის ასეთი მკვეთრი მატება, Twitter- ის მომხმარებლები ვარაუდობდნენ, რომ ბიტკოინის კურსის ზრდა განაპირობა იმ გავრცელებულმა ინფორმაციამ, რომლის…