კრიპტოვალუტის ბირჟა OKEx-ი მალტაში გადადის

0
2639

მალტა მალე კრიპტოსავაჭრო ბირჟა OKEx-ის ქვეყანაში შესვლას მიესალმება. ქვეყანამ ცოტა ხნის წინ გაიარა მარეგულირებელი კანონმდებლობა Blockchain-თან, კრიპტოვალუტასა და ICO-სთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ კუნძული კრიპტოვალუტისა და Blockchain-ის მიმართ კეთილგანწყობილია.

კრიპტობირჟა Binance-მა მარტში ასევე დაანონსა, რომ იაპონიის მარეგულირებლისგან გაფრთხილების მიღების შემდეგ მალტაში აპირებდა ოფისის გახსნას.

OKEx თავის პრეს-რელიზში წერს, რომ მალტის კრიპტოვალუტის მარეგულირებელთან შეხვედრის შემდეგ კომპანიის წარმომადგენლები დარწმუნებულები არიან მალტის მთავრობის მიდგომებში და სჯერათ, რომ ბირჟის ზრდისთვის მალტა შესანიშნავი ვარიანტია.

“ჩვენ ველით მალტის მთავრობასთან მუშაობას, რადგან მთავრობა იზიარებს ჩვენს ბევრ ღირებულებას, რომელთა უმრავლესობა მოვაჭრეების და ზოგადად საზოგადოების დაცვაა. მნიშვნელოვანია სამომხმარებლო სტანდარტების დაცვა და ინოვაციის აღიარება, რასაც Blockchain-ის ეკოსისტემში განვითარების გაგრძელება ჰქვია”,- განაცხადა OKEx-ის აღმასრულებელმა დირექტორმა კრის ლიმ.

შეგახსენებთ, რომ CoinMarketCap-ის მონაცემების მიხედვით, OKEx არის 24 საათიანი სავაჭრო მოცულობით რიგით მეორე ბირჟა, რომელიც ამჟამად, 24 საათის განმავლობაში, დაახლოებით, 1.6 მილიარდ დოლარს ვაჭრობს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი