რუსეთში არალეგალური მაინინგისთვის ორი პირი დააკავეს

0
2279

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ორი პირი დააკავა. როგორც ცნობილი გახდა, დაკავებულები კრიპტოვალუტის მაინინგს არალეგალურად ეწეოდნენ.

ამის შესახებ ადგილობრივი მედია საშუალება Lenta.ru იტყობინება.

შსს-ს პრეს-რელიზის თანახმად, პოლიციამ მიიღო ინფორმაცია, რომ ადგილობრივ ენერგომომარაგების ცენტრიდან ენერგეტიკის დიდი რაოდენობა იაკრგებოდა, ხოლო სიგნალი მიტოვებული ქარხნიდან მოდიოდა.

გამოძიების შედეგად, აღნიშნულ ტერიტორიაზე 6000-ზე მეტი მაინინგის დანადგარი აღმოჩნდა.

შსს-ს წარმომადგენელმა ირინა ვოლკმა განაცხადა, რომ კრიპტოვალუტის მაინინგის ოპერაციიდან საერთო დანაკარგი 8 მილიონ კვტ-სთ-ზე მეტია.

აღნიშნულთან დაკავშირებით, სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.

შეგახსენებთ, რომ თებერვალში გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის ორ დიდ ოლქში, კალინინგრადსა და ლენინგრადში მაინინგის ფერმების მშენებლობა იგეგმებოდა.

“რუსები მაინინგით საკუთარ ავტოფარეხებში არიან დაკავებულები. ჩვენ კი გვინდა, რომ ისინი მაინინგით მასშტაბურ სამრეწველო დონეზე დაკავდნენ”,- აცხადებდა ლენინგრადის ოლქის გუბერნატორმა ალექსანდრე დროძენკო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი