სინგაპური სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში Blockchain-ის პოპულარიზაციას ცდილობს

0
2506

სინგაპურის მთავრობას სურს სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში აქტიური როლი ითამაშოს Blockchain-ის წახალისებაში.

6 აპრილს სინგაპურის ფინანსთა მინისტრმა ჰენგ სუი ქითმა სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების ასოციაციის წევრი ქვეყნების მინისტრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ სინგაპური ფოკუსირებულია Blockchain-ის განვითარების გეგმებზე.

“კერძოდ, ჩვენ მხარს ვუჭერთ ციფრულ სიახლეებს, როგორიცაა FinTech-ი”, – განუცხადა მან დელეგატებს.

სინგაპურის ფინანსთა მინისტრმა იქვე აღნიშნა: “მაგალითად, განაწილებული ლეჯერ ტექნოლოგია გვაძლევს ბევრ შესაძლებლობებს იაფი და უსაფრთხო ოპერაციებისათვის”.

შეგახსენებთ, რომ სინგაპურის ცენტრალური ბანკი საერთაშორისო გადახდის სისტემაში Blockchain-ს გამოიყენებას გეგმავს.

ცენტრალური ბანკის მმართველობის მოსაზრებით, Blockchain ტექნოლოგიის გამოყენება ადამიანებს საშუალებას მისცემს იურისდიქციის გავლით, შუამავლების გარეშე, განახორციელონ გადახდა. ეს მოიტანს მეტ სიჩქარესა და ეფექტურობს, ამასთანავე, დაბალ ფასს და შემცირებულ რისკებს.

რაც შეეხება სინგაპურში კრიპტოვალუტის მდგომარეობას: ამ ეტაპისთვის, როგორც ცნობილია, კრიპტოვალუტის რეგულაციის საჭიროების საკითხი განიხილება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი