პრესისა და ინტერნეტის თავისუფლების მომხრეები უერთდებიან კრიპტო მომხმარებლებს Wikileaks-ის მხარდასაჭერად

0
1024

პრესის თავისუფლების, სამოქალაქო უფლებებისა და ინტერნეტ თავდაცვის 24-წევრიანმა კოალიციამ ხელი მოაწერა პეტიციას, რომელიც გაეგზავნა ჯო ბაიდენს, რათა მან უარი თქვას Wikileaks–ის დამფუძნებლის, ჯულიენ ასანჟის ექსტრადაციაზე.

მისი ექსტრადიციით საფრთხე ექმნება ადამიანის, ჟურნალისტურ და ციფრული მედიის უფლებებს.

ავტორები სთხოვენ გენერალური პროკურორის მოვალეობის შემსრულებელს, მონტი უილკინსონს უარი თქვას, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის დროს განხორციელებულ მიზანმიმართულ, ასანჟის დევნაზე.

”ტრამპის ადმინისტრაციამ მრავალგზის გამოიჩინა თავი მედია ინსტიტუტების დევნით“,- აღნიშნულია განცხადებაში.

Wikileaks-ი არის გაჟონილი, სამთავრობო და გასაიდუმლოებული ინფორმაციის პორტალი, რომელიც 2011 წელს გამოჩნდა.

მისი დამფუძნებელი ჯულიენ ასანჟი კი წლებია უკვე დევნილობაშია. ასანჟის გვერდი კი სწორედ ბიტკოინ შემოწირულობებით არსებობს.

Wikileaks–ის მიერ ბიტკოინის საცდელი გამოყენება, ფაქტობრივად, იყო სატოში ნაკამოტოს ბოლო დადასტურებული კომუნიკაციის მცდელობა საზოგადოებასთან.

ნაკამოტომ მოგვიანებით უარყო აღნიშნული სხვადასხვა საშუალებით, მაგრამ არა პირდაპირ.

როგორც ცნობილია, ბოლოს სატოში ნაკამოტომ 400,000 დოლარის ღირებულების ბიტკოინი ჯულიენ ასანჟის დაცვის ფონდში გადარიცხა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი