IDEO CoLab Ventures-ი კრიპტო ფონდს აარსებს

0
962

ამერიკულმა დიზაინისა და ინოვაციების საკონსულტაციო კომპანიამ, IDEO-მ უფრო კონკრეტულად კი კომპანიის მმართველმა დირექტორმა, ჯო გერბერმა განცხადება შეიტანა აშშ-ს ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიაში კრიპტოვალუტის ახალი ფონდის დაარსების მიზნით.

ფონდის საწყისი კაპიტალი კი 100 მილიონ დოლარს შეადგენს.

ახალ ფონდს მხარს უჭერენ კრიპტოვალუტის მთავარი მოთამაშეები, როგორიცაა Coinbase-ი, Fortress-ი და ა.შ.

სხვა მხარდამჭერებში შედის მსხვილი ინვესტორები, როგორიცაა Avanta Ventures-ი, GS Group-ი, Hanwha Asset Management-ი, Fineqia და სხვები.

როგორც ცნობილია, 2018 წლის პირველი ინვესტიციის განხორციელების შემდეგ IDEO CoLab-ი დაეხმარა 30-ზე მეტი კრიპტო სტარტაპს განვითარებაში.

Taehong Huh–მა, GS Group– ის GS Futures– ის მმართველმა პარტნიორმა, განაცხადა, რომ IDEO CoLab-ის სისტემა შესანიშნავდაა მოწყობილი იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ინვესტორების, მეწარმეების, დიზაინერების, კორპორაციების შორის თანამშრომლობის მხარდაჭერას.

შეგახსენებთ რომ, თებერვლის დასაწყისში ინვესტორმა, დენ ტაპიერომ 200 მილიონი დოლარის ფონდი შექმნა, რომელიც მიზნად ისახავს ციფრული ვალუტის ეკოსისტემაში საშუალო და მომდევნო ეტაპზე მყოფი კომპანიების დახმარებას.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი