აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები კრიპტოვალუტის ბაზრის მიმართ სკეპტიკურად არიან განწყობილნი

0
1178

აშშ-ს ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კრიპტოვალუტის ბაზრის ცვალებადი ხასიათი რომელიმე შტატის საზრუნავი არ არის.

როგორც ატლანტისა და სენტ ლუისის ფედერალური სარეზერვო სისტემის პრეზიდენტები, რაფაელ ბოსტიკი და ჯეიმს ბულარდი აცხადებენ, არ აშფოთებთ ბოლოდროინდელი კრიტიკა, რომელიც აშშ-ს ეკონიმიკაზე კრიპტოვალუტის ბაზრების ცუდ გავლენაზე მიუთითებს.

რაფაელ ბოსტიკმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტის ბაზრის ცვლილებას ისეთი მასშტაბური ხასიათი არ აქვს, რომ ამან ფედერალურ ბანკებზე გავლენა მოახდინოს. მან დასძინა, რომ ისეთი მოვლენა, როგორიცაა ბიტკოინის ფასის 30.000 დოლარამდე შემცირება, დიდ როლს არ თამაშობს ფედერალური ბანკების პოლიტიკაზე.

ჯეიმს ბულარდი გამოეხმაურა რაფაელ ბოსტიკის კომენტარს და აღნიშნა, რომ ფედერალური ბანკის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა კარგად იციან ციფრული ვალუტის ცვალებადი ხასიათი. თუმცა მას ეს უკანასკნელი სისტემის საზრუნავად არ მიაჩნია.

სამი წლის განმავლობაში, ფედერალური ბანკის პრეზიდენტმა, ჯეიმს ბულარდმა ინვესტორებს არაერთხელ მოუწოდა, რომ კრიპტოვალუტაში ინვესტიცია არ განახორციელონ. ციფრული ვალუტის ბაზარს კი სპეკულაციური უწოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი