მაიამის მერი ციფრული ვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი

0
1328

ფლორიდის შტატის, ქალაქ მაიამის მერი Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტოვალუტის სექტორის მიმართ კეთილგანწყობას გამოხატავს.

ფრენსის სუარესს, რომელიც 2017 წლიდან მაიამის მერის მოვალეობას ასრულებს, სურს ეს ქალაქი გახდეს ყველაზე მიმზიდველი შეერთებულ შტატებში კრიპტო და Blockchain ინდუსტრიის წევრებისთვის.

Forbes-თან ინტერვიუში სუარესმა აღნიშნა, რომ მაიამის დეპუტატებმა შეისწავლეს კრიპტო-მეგობრული რეგიონების პოლიტიკა, როგორიცაა ვაიომინგი და ნიუ-იორკი. პოლიტიკის შესწავლის მიზანი ფლორიდაში კრიპტო და Blockchain მარეგულირებელი სისტემის ოპტიმიზაციაა.

”ზოგადად ჩვენ გვაქვს ყველაზე პროგრესული კრიპტო კანონები. ახლა მხოლოდ იმაში დარწმუნება დაგვრჩა, რომ გავიგოთ არის თუ არა ეს კანონები ყველასთვის თანაბარი და ხელმისაწვდომი. გვსურს, რომ თავიდან ავიცილოთ კონკურენცია, რადგან ვფიქრობთ, რომ უალტერნატივოები ვიქნებით”,- აღნიშნა ფრენსის სუარესმა.

აღსანიშნავია რომ, მაიამის მერმა ქალაქის მცხოვრებლებს შესთავაზა გადასახადების კრიპტოვალუტის გამოყენებით გადახდა.

ამასთანავე, ფრენსის სუარესმა უკვე ისაუბრა კრიპტო საზოგადოების რამდენიმე მნიშვნელოვან ფიგურასთან, მათ შორის ტეილორ და ქემერონ უინკლევოსებთან.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი