Silvergate Bank-ი კრიპტოვალუტის შენახვის სეგმენტში მკვეთრ ზრდას აჩვენებს

0
853

Silvergate Bank-მა 2022 წლის პირველი კვარტალის შედეგები გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, ბანკის წმინდა მოგება ამ პერიოდამდე 94%-ით გაიზარდა და 59,9 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს მეტწილად Silvergate Exchange Network-ით არის გამოწვეული, რომელიც ხელს უწყობს აშშ დოლარისა და ევროს გადარიცხვებს კრიპტოვალუტის ბირჟებსა და ინსტიტუციონალურ ინვესტორებს შორის.

მიუხედავად ტრანზაქციების საერთო ღირებულების ზრდისა, მოცემულ პერიოდში, კომპანიის ინსტიტუციონალურმა ინტერესმა კრიპტოვალუტის მიმართ მნიშვნელოვანი დარტყმა განიცადა.

როგორც Silvergate-მა განაცხადა, SEN გადარიცხვების ოდენობა გასული წლის იმავე პერიოდთან შედარებით შემცირებულია, უფრო ზუსტად კი შემცირების მაჩვენებელი 167 მილიარდან 142 მილიარდ დოლარამდე მერყეობს.

თუმცა კომპანია კრიპტოვალუტის შენახვის სეგმენტში მკვეთრ ზრდასაც ადასტურებს.

ინსტიტუციონალურმა ინვესტორებმა 14.7 მილიარდი დოლარის ციფრული ვალუტები Silvergate-ის საცავებში განათავსეს. გასული წლის იმავე პერიოდში კი ეს რიცხვი 6.4 მილიარდი დოლარი იყო. Silvergate ამჟამად სტაბილკოინის ინფრასტრუქტურის გაფართოებას გეგმავს, როგორც ყველაზე დიდი პოტენციალისმქონე პროდუქტის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი