Web3 და Blockchain-ი ბუნებრივ გარემოს არ აზიანებს

0
801

დედამიწის დღე უკვე 52 წელია მსოფლიოს მასშტაბით აღინიშნება. 22 აპრილი არის ერთგვარი სიმბოლო, სტიმული იმისა, რომ ადამიანები გარემოსდაცვით პრობლემებზე დაფიქრდნენ.

ასევე დააფიქსირონ საკუთარი აზრი და მხარი დაუჭირონ შესაბამის პოლიტიკური პარტიებს, რომლებიც დღის წესრიგში ამ პრობლემას წინ აყენებენ.

Blockchain და Web3-ის გაჩენამ ძირითადი ფინანსური არქიტექტურის ფორმირების პროცესს შეუწყო ხელი. ეს კი გაეროს მდგრადი განვითარების მიზნებსა და პარიზის კლიმატის შეთანხმებით დადგენილ ხედვას იცავს.

თუმცა, აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ ნიუ-იორკის შტატის ასამბლეამ კანონპროექტი მიიღო, რომელიც ორწლიან აკრძალვას აწესებს კრიპტოვალუტის მაინინგის ყველა ობიექტზე, სადაც ნახშირბადზე დაფუძნებული ენერგია გამოიყენება.

ახლა კანონპროექტი გადაეცემა შტატის სენატს გუბერნატორი ქეითი ჰოჩულის მიერ კანონის საბოლოო ხელმოწერამდე.

კანონპროექტი არა მხოლოდ დააწესებს ორწლიან შეჩერებას ბიტკოინის ახალი მაინინგების დამტკიცებაზე, არამედ შემოთავაზებული მორატორიუმი ასევე ხელს შეუშლის ნებართვების განახლებას არსებული PoW კრიპტოვალუტის მაინერებზე, რომლებიც ნახშირბადის ენერგიას იყენებენ.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი