Robinhood-ის აღმასრულებელი დირექტორი ახალ მარეგულირებელ წინადადებას აკრიტიკებს

0
955

Robinhood-ის აღმასრულებელი დირექტორი აცხადებს, რომ ციფრული ვალუტების ერთიანი მარეგულირებლის შესახებ წინადადება სულელურია.

Robinhood-ის მთავარმა იურიდიულმა ოფიცერმა, დენ გალაჰერმა, კონფერენციაზე კრიპტოვალუტების ახალი მარეგულირებელი სისტემის იდეა გააკრიტიკა.

დენ გალაჰერმა ჯორჯთაუნის უნივერსიტეტის ფინანსური ბაზრების ხარისხის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ უფლებამოსილების გადაცემის მცდელობა სააგენტოებიდან, როგორიცაა ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია და სასაქონლო ფიუჩერსების ვაჭრობის კომისია სხვა მარეგულირებელზე, იყო ერთ-ერთი ყველაზე სულელური იდეა, რაც კი მას სმენია.

მან ამ შენიშვნით Coinbase-ის ბოლოდროინდელი განცხადება ირიბად გააკრიტიკა.

Coinbase-ის მთავარი პოლიტიკის ოფიცერი, ფარიარ შირზადი წერდა:

“ამ უნიკალური და თანმხლები ინოვაციების ფრაგმენტული და არათანმიმდევრული მარეგულირებელი ზედამხედველობის თავიდან აცილების მიზნით, პასუხისმგებლობა ციფრული ვალუტების ბაზრებზე ერთ ფედერალურ მარეგულირებელს უნდა მიეცეს”.

შეგახსენებთ, რომ რომ ბარაკ ობამას პრეზიდენტობის დროს დენ გალაჰერი ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის კომისრის პოზიციაზე მუშაობდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი