ავსტრალიის ერთ-ერთი უდიდესი უნივერსიტეტი კრიპტოვალუტის სადოქტორო პროგრამას ქმნის
დასავლეთ ავსტრალიის უდიდესი უნივერსიტეტი, Curtin University კრიპტოვალუტის სადოქტორო პროგრამას ქმნის. ამასთანავე, შეიქმნება ფონდი, რომლის დახმარებითაც სტუდენტები დაფინანსდებიან. სასტიპენდიო ფონდი საშუალებას მისცემს კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს, დაეხმარონ დოქტორანტებს, რომლებიც სწავლობენ Blockchain-სა და ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ საკითხებს. კრიპტოვალუტასა და Blockchain ტექნოლოგიაზე ორიენტირებული, უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა მთლიანად დაფინანსდება ბიტკოინით ან ეთერიუმით. სკოლის ოფიციალური პირების განცხადებით კი, ეს ხელს…
