გერმანიამ შესაძლოა, Libra-ს ალტერნატიული ვალუტა შექმნას
გერმანიის მთავრობამ Blockchain სტრატეგია დაამტკიცა, რომელიც მიზნად ისახავს ალტერნატიული ციფრული ვალუტების შექმნას. მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ კანცლერის, ანგელა მერკელის კაბინეტმა სტრატეგია დღეს დაამტკიცა. უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტში საუბარია Libra-ს მიერ შესაძლო რისკების შესახებაც. გერმანიის ფინანსთა მინისტრის, ოლაფ შოლცის თქმით, მთავრობას სურს თანამედროვე ტექნოლოგიებისა და Blockchain ტექნოლოგიის მხრივ გერმანიას ლიდერის პოზიცია მოუტანოს ევროპის მასშტაბით. “ჩვენ უნდა…
