ლიბანელი კრიპტოვალუტის გულშემატკივრები მოსახლეობას ფულის დაბანდებას ციფრულ ვალუტაში ურჩევენ
ლიბანში კრიპტოვალუტის მომხრეები გააქტიურდნენ. როგორც ცნობილია, უკვე დღეებია, რაც ქვეყნის ბანკები დახურულია. რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ლიბანის მოქალაქეები აღშფოთებას გამოხატავდნენ იმის გამო, რომ მოსახლეობა ერთ კვირაზე მეტია, რაც საბანკო მომსახურების გარეშეა დარჩენილი. სამოქალაქო არეულობის შემდეგ ყველა ბანკი დაიხურა. ცოტა ხნის წინ კი ერთ-ერთ ბანკის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ სტატუს-ქვო მანამდე გაგრძელდება, სანამ სიტუაცია არ დასტაბილურდება….
