გერმანიის ბანკების ასოციაცია: ევროპას ციფრული ევრო სჭირდება
30 ოქტომბერს, გერმანიის ბანკების ასოციაციის მიერ გამოქვეყნდა დოკუმენტი, რომელშიც წერია, რომ ევროპას ციფრული ევრო ესაჭიროება. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ დოკუმენტის შედგენაში 200–ზე მეტი კომერციული ბანკის წარმომადგენელი მონაწილეობდა. ამ მოსაზრებას გერმანიის ფინანსთა მინისტრი, ოლაფ შოლციც იზიარებს. მან მხარი დაუჭირა ციფრული ევროს გამოშვებასთან დაკავშირებული სამუშაოების დაწყებას. ოლაფ შოლცის თქმით, ციფრული გადახდის ასეთი სისტემა ხელსაყრელი იქნება ევროპისთვის. ფინანსთა…
