შანხაი Blockchain ტექნოლოგიას განავითარებს
შანხაის მთავრობა შეუერთდა ინიციატივას, რომელიც Blockchain ტექნოლოგიის ალიანსის შექმნას გულისხმობს. ალიანსის შექმნის მიზანი გლობალურ სავაჭრო სივრცეში Blockchain-ის დანერგვაა. Global Times–ის ინფორმაციით, შანხაის კომერციულმა კომისარმა, შანხაის საბაჟო და საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა ხელი მოაწერეს Blockchain ალიანსის შესახებ ურთიერთშეთანხმების მემორანდუმს. “Blockchain ტექნოლოგია ზრდის ინფორმაციის საიმედოობას, რითაც აუმჯობესებს განბაჟების ეფექტურობას, ამცირებს ხარჯებს და ხელს უწყობს სავაჭრო ურთიერთობების გამარტივებას”,-ნათქვამია ოფიციალურ…
