უკრაინამ მარეგულირებელი სისტემა გაამკაცრა

    უკრაინის მთავრობამ ფულის გათეთრების შესახებ კანონის საბოლოო ვარიანტი დაამტკიცა. რადამ, უკრაინის საკანონმდებლო ორგანომ, გამოაქვეყნა კანონის საბოლოო ვერსია, რომელშიც ციფრული ვალუტა, როგორც პოტენციური საფრთხისშემცველი აქტივი ისე არის განხილული. საქმე ეხება ტერორიზმის დაფინანსებასა და ფულის გათეთრებას. ახალი კანონი ასევე ეხება რამდენიმე მითითებას, თუ როგორ აპირებს მთავრობა კრიპტოვალუტების ვაჭრობის მონიტორინგს და რეგულირებას. ერთ-ერთი მითითება ყურადღებას ამახვილებს ინდივიდუალურ კრიპტო…

    Read More

      პირველ დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

      პირველ დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი საკმაოდ მერყევი იყო. დღის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის კურსი შემცირდა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ CoinMarketCap-ის სიის ტომ 10 კრიპტოვალუტიდან კურსის შემცირების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი Bitcoin SV-მ აჩვენა. ალტკოინის ფასი დაახლოებით 4.04%-ით შემცირდა. ბიტკოინის ფასი 7.250-დან 7.300 დოლარის ფარგლებში მოძრაობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო 24 საათის განმავლობაში ბიტკოინის კურსი დაახლოებით 4%-ით…

      Read More

        ჯეკ დორსი: აფრიკა კრიპტოვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია

        Twitter-ისა და Square–ის აღმასრულებელი დირექტორის, ჯეკ დორსის განაცხადების თანახმად, აფრიკის კონტინენტი ციფრული ვალუტის განვითარებისთვის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია. ჯეკ დორსი 2020 წელს აფრიკაში დაბრუნდება. ამჟამად, ის ნიგერიასა და განაში მოგზაურობს. თავის განცხადებაში ჯეკ დორსი ხაზს უსვამს აფრიკის პოტენციალს ბიტკოინთან მიმართებაში. ”აფრიკა განსაზღვრავს მომავალს, განსაკუთრებით კი ბიტკოინის!”, – აღნიშნა Twitter-ის აღმასრულებელმა დირექტორმა. ასევე ცნობილი გახდა, რომ მომავალ…

        Read More

          რუსეთმა შესაძლოა, კრიპტოვალუტა აკრძალოს

          რუსეთი, სავარაუდოდ, ციფრული ვალუტის გამოყენებას აკრძალავს. როგორც ცნობილია, ამჟამად, მიმდინარეობს მზადება კრიპტოვალუტების გამოყენების აკრძალვისა, რომელიც გულისხმობს სასაქონლო ვაჭრობაში ციფრული ვალუტის გამოყენებას. რუსული მედიის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ციფრული ვალუტის ინდუსტრია მხარდაჭერილი აღარ იქნება არც ცენტრალური ბანკისგან და არც ფინანასთა სამინისტროს მხრიდან. დღესდღეობით რუსეთში კრიპტოვალუტის გამოყენება შეიძლება ელექტრონული კომერციისთვის. ამასთანავე, ქვეყანაში არსებობს კომპანიები, რომელთა თანამშრომლები თანახმა…

          Read More

            კრიპტოვალუტასთან დაკავშირებული ბრალდებით ლოს-ანჯელესში პოლიციამ ერთი პირი დააკავა

            ამერიკული მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლოს-ანჯელესის საერთაშორისო აეროპორტში სამართალდამცავებმა 36 წლის ვირჯილ გრიფიტი დააპატიმრეს. როგორ ცნობილია დაკავების მიზეზი ვირჯილ გრიფიტის ჩრდილოეთ კორეაში დაგეგმილი გამგზავრება იყო. სამართალადამცავებს ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ვირჯილ გრიფიტი ფხენიანში პრეზენტაციის წარდგენას აპირებდა იმის შესახებ, თუ როგორ უნდა იყოს კრიპტოვალუტა და Blockchain ტექნოლოგია სანქციების თავიდან ასაცილებლად გამოყენებული. სამართალდამცავებმა დაკავებულს ბრალი წაუყენეს საერთაშორისო…

            Read More