აშშ-ს კონგრესი კვლავ კრიპტოვალუტის რეგულაციის საკითხზე მუშაობს

    არიზონას შტატის კონგრესმენმა, პოლ გოსარმა კრიპტოვალუტის შესახებ ახალი კანონპროექტი შექმნა. ამ ეტაპზე, როგორც ცნობილია, კანონპროქტი მიზნად ისახავს მარეგულირებელ სისტემაში საბოლოო სიცხადის შეტანას. კრიპტოვალუტის აქტი, რომელიც 2020 წელს უნდა მიიღონ, განსაზღვრავს რომელმა ფედერალურმა სააგენტოებმა უნდა დაარეგულირონ კრიპტო აქტივების თითოეული ტიპი. ერთ–ერთი მთავარი საკითხი, რასაც კანონპროექტი განსაზღვრავს არის კრიპტო აქტივების სამი ტიპის ერთმანეთისგან გამიჯვნა. ეს სამი ტიპი…

    Read More

      ლიეტუვას ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი რეგულაციის აუცილებლობაზე საუბრობს

      ლიეტუვას ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ ციფრულ ვალუტებზე დაწესებული კონტროლის მექანიზმები მოძველებულია. რამდენიმე დღის წინ ცენტრალური ბანკის მიერ გამოქვეყნებულ ციფრული ვალუტების ანალიზში ნათქვამია, რომ ბანკები უნდა მონაწილეობდნენ კრიპტო სივრცეში. ეს ორივე მხარისთვის სასარგებლო იქნება. ”საინტერესოა დაკვირვება იმაზე, თუ როგორ ვითარდება ციფრული ვალუტის არეალი. აღსანიშნავია, რომ მარეგულირებელი არ არის შემთხვევითი დამკვირვებელი. ეს არის ორგანო, რომელიც ზედამხედველობას…

      Read More

        კრიპტო საზოგადოებაში ინვესტორ ქალთა რიცხვი გაზრდილია

        კრიპტო კომპანია Grayscale-ის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ ბიტკოინით დაინტერესებული ინვესტორების 43% ქალია. კვლევაში მონაწილეობა მიიღეს აშშ-ს მოქალაქეებმა, რომელთა ასაკიც 25-დან 64 წლამდე მერყეობდა. უნდა აღინიშნოს, რომ ყველა გამოკითხული აღნიშნავდა, რომ მონაწილეობს კრიპტო სავაჭრო ოპერაციებში. მანამდე არსებული GoogleAnalytics-ის კველევაში ვარაუდი იყო გამოთქმული, რომ ბიტკოინის მფლობელთა 90% მამაკაცი იყო. თუმცა Grayscale-ის კვლევის მონაცემები ამ აღქმას ეჭქვეშ…

        Read More

          ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას არ ეწინააღმდეგება

          ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტმა, კრისტინ ლაგარდიმ განაცხადა, რომ ფინანსური ინსტიტუტი ვალდებულია სიახლეებს ფეხი აუწყოს. პრეზიდენტის მიერ გამოქვეყნებული პოსტის თანახმად, კრისტინ ლეგარდი ბანკების მიერ ციფრული ვალუტის გამოშვებას არ ეწინააღმდეგება. ”მე მწამს ბანკების მიერ ციფრული ვალუტების გამოშვების წარმატების. თუმცა უნდა ვიყოთ იმაზე უკეთეს მდგომარეობაში, ვიდრე დღეს ვართ. ნათელია, რომ არსებობს მოთხოვნა, რომელზეც სათანადო პასუხი უნდა გავცეთ”,- ნათქვამია…

          Read More

            შვედეთის ცენტრალური ბანკი ციფრული ვალუტის პროექტზე მუშაობს

            შვედეთის ცენტრალური ბანკი საპილოტე პლატფორმის შექმნას ციფრული ვალუტისთვის გეგმავს. პროექტის სახელწოდება e-krona იქნება. “როიტერის” ინფორმაციით, დღეს როდესაც შვედეთის მთავრობას არცთუ პოზიტიური დამოკიდებულება აქვს ცენტრალური ბანკის მიერ გამოსაშვები ციფრული ვალუტის მიმართ, ხელისუფლება აცხადებს, რომ შვედეთი იწყებს ელექტრონული კრონას პოტენციური სარგებლის გამოკვლევას. გამოქვეყნებული განცხადების თანახმად, შვედეთის ცენტრალური ბანკი პარტნიორობას ირლანდიურ კომპანია Accenture-სთან იწყებს, რათა შექმნას საპილოტე პლატფორმა…

            Read More