ნიდერლანდებმა ევროკავშირის ფულის გათეთრების წინააღმდეგ მიმართული დირექტივა დაამტკიცა
ნიდერლანდების ცენტრალურმა ბანკმა ყველა კრიპტოვალუტის სერვისის მომწოდებელს 18 მაისამდე ოფიციალურად დარეგისტირება მოსთხოვა. საქმე ეხება კანონმდებლობაში შესატან ცვლილებას, რისთვისაც საჭიროა ყველა კრიპტოვალუტის ბირჟის ოფიციალური რეგისტრაცია. 4 მაისს გამოქვეყნებულ საინფორმაციო განცხადებაში აღნიშნულია, რომ ნიდერლანდების სენატის მიერ მიღებული ხმების შედეგად კანონმდებლობაში შესწორება უნდა შევიდეს. შესწორება ევროკავშირის მანამდე მიღებულ ნორმას, ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლას ეხება. ევროკავშირის დირექტივა, რომელიც ძალაში…
