Facebook-ის მიერ მხარდაჭერილი კომპანია სტაბილკოინის პროექტზე მუშაობს

0
1072

მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Facebook–ის მხარდაჭერით კომპანია Diem–ს სტაბილკოინის შექმნა შეუძლია.

2021 წელს კი სრულიად შესაძლებელია სტაბილკოინის საპილოტე ვერსია გამოვიდეს.

CNBC-ის წყარო აცხადებს, რომ შვეიცარიაში მოქმედი არაკომერციული ორგანიზაცია, Diem Association-ი კვლავ აპირებს დაიწყოს საპილოტე პროგრამა.

ჯერ კიდევ 2020 წლის ნოემბერში, ასოციაციამ უკვე განაცხადა თავისი გეგმების შესახებ. აღსანიშნავია, რომ Diem-ის სტაბილკოინი არის შემცირებული და რებრენდინგული ვერსია Facebook–ის გლობალური ციფრული ვალუტისა.

ამჟამად Diem-ი მარეგულირებელ ორგანოსთან კონსულტაციას განაგრძობს, რათა მუშაობის ლიცენზია მიიღოს.

აღსანიშნავია, რომ Facebook-მა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნის შესახებ ჯერ კიდევ 2019 წელს განაცხადა. რიგი პრობლემების მიუხედავად, როგორც ჩანს, კომპანია კვლავ ცდილობს სტაბილკოინის შექმნას.

ეკონომისტი ჯონ ვეზი მიიჩნევდა, რომ ბიტკოინი Facebook-ის კრიპტოვალუტასთან კონკურენციაში შევიდოდა.

ჯონ ვეზმა მედიასთან საუბრის დროს აღნიშნა, რომ ბიტკოინს გადახდების თვალსაზრისით აქვს გამოწვევები და ბიტკოინის მიმართ საზოგადოების დამოკიდებულება ჯერ კიდევ ჩამოუყალიბებელია. საზოგადოების დიდი ნაწილისთვის ბიტკოინი არის სპეკულაციური აქტივი.

მიუხედავად მარეგულირებელთან დაკავშირებული პრობლემებისა, ეკონომისტი მიიჩნევდა, რომ სწორედ Facebook-ის ციფრული ვალუტა გახდებოდა ბიტკოინის მთავარი კონკურენტი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი