Binance-ი აფრიკის საფეხბურთო ტურნირს დააფინანსებს

0
707

Binance AFCON-ს აფინანსებს, რათა შემდგომ აფრიკაში კრიპტოვალუტის მიღება განავითაროს.

AFCON-ი არის აფრიკის ერთა თასის საფეხბურთო ტურნირი.

Binance-ი ისევე როგორც 2021-ში, არც ამჯერად ჩამორჩა მოვლენებს და გააფორმა სასპონსორო, საპარტნიორო ხელშეკრულება აფრიკის ფეხბურთის კონფედერაციასთან (CAF). 2021 წელს ეს იყო პირველი შემთხვევა, როდესაც კრიპტო კომპანია მსგავსი დიდი ღონისძიების სპონსორი გახდა.

ეს სპონსორობა ითვალისწინებს, რომ Binance CAF-ის სოციალური მედიის კონტენტსაც გაავრცელებს. საუბარია კამერუნის ხუთი ქალაქის და ექვსი სტატიონიდან ტრანსლირებაზე.

ვერონ მოსენგო-ომბა, CAF-ის გენერალური მდივანი, მოხარული იყო, რომ წელსაც მიესალმა Binance-ს, როგორც AFCON ტურნირის ოფიციალურ სპონსორს. მოსენგო-ომბამ აღნიშნა, რომ ის ოპტიმისტურადაა განწყობილი ამ პარტნიობასთან დაკავშირებით.

Binance-ის პარტნიორობა CAF-თან არის მიმდინარე კამპანიის ნაწილი აფრიკელებისთვის ფინანსური სერვისების მიწოდების მიზნით, რომლებსაც, მათი თქმით, ბანკებთან და სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან აქვთ საკმაოდ შეზღუდული წვდომა.

Binance-ის განცხადების თანახმად, 541,000-ზე მეტ აფრიკელს უფასო კრიპტო გაკვეთილებზე დასწრების საშუალება მიეცა.

Binance-ის აფრიკის ფილიალის დირექტორმა, ემანუელ ბაბალოლამ განაცხადა, რომ ფეხბურთი ყველაზე პოპულარული სპორტია აფრიკაში და აღნიშნული სპონსორობა არის კომპანიის მისიის ნაწილი.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი