Phat Loop Studios-ს კრიპტოვალუტაში ინვესტირების გამო აკრიტიკებენ

0
906

კომპანია Phat Loop Studios-ი Kickstarter-ისა და კრიპტო-დაფინანსებული MMORPG თამაშის Untamed Isles-ის მიტოვების გამო გააკრიტიკეს.

კომპანია ახლა თავის მართლების პოზიციაშია და აცხადებს, რომ მათ დაკარგეს მხარდამჭერების სახსრები კრიპტოვალუტაში ინვესტირების გამო.

კომპანია კრიტიკის ქვეშ მოექცა მას შემდეგ, რაც გამოაცხადა პოკემონის მსგავსი ვიდეო თამაშის შესახებ. საზოგადოების ნაწილი დეველოპერებს ადანაშაულებს თამაშის განვითარების თანხების ხარჯვაში კრიპტოვალუტის ბაზრებზე ფსონების დასადებად.

გავრცელებულ განცხადებაში, პროექტის დეველოპერებმა, რომლებმაც შეაგროვეს 525,000-ზე დოლარზე მეტი აშშ დოლარი Kickstarter-ზე, დაჟინებით ამტკიცებდნენ, რომ ყველა შემოსული თანხა სტუდიის მიერ თამაშის განვითარებაზე იყო დახარჯული.

კომპანიამ განაცხადა, რომ შეფერხების მიზეზი არის კომპანიის მიერ ხელმისაწვდომი სახსრების ამოწურვა მას შემდეგ, რაც რამდენიმე ინვესტორმა, ცოტა ხნის წინ, დატოვა სამსახური, როგორც ეკონომიკური ბაზრის, ისე კრიპტოვალუტის ბაზრის შესახებ შეშფოთების გამო.

განცხადების თანახმად გეგმები გაურკვევლი დროით გადაიდო, რადგან ისინი თამაშის გამოშვებას ოქტომბრის პირველ ნახევარში აპირებდნენ, თუმცა გრანტმა განაცხადა, რომ პროექტის განვითარება შეჩერდა, რადგან კომპანიას არ შეეძლო ფინანსურად დაეკმაყოფილებინა მოთხოვნები.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი