ჩილეში ბანკებმა კრიპტოვალუტის სამ ბირჟას ანგარიშები დაუხურეს

0
3066

ჩილეს კრიპტოვალუტის ბირჟებმა BUDA-მ, Orionx-მა და CryptoMark-მა ცოტა ხნის წინ ბანკების წინააღმდეგ სარჩელი შეიტანეს. ბირჟების მხირდან სარჩელის შეტანის მიზეზი კრიპტობირჟების პლატფორმების დახურვა გახდა.

ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სასამართლო ამ შემთხვევას განიხილავს, თუმცა ბირჟების ანგარიშები ჯერჯერობით ისევ დახურულია.

ადგილობრივი საინფორმაციო გამოშვება Emol-ის ინფორმაციით, Itau-მ Corpbanca-მ და Scotiabank-მა BUDA- ს და CryptoMKT-ის საბანკო ანგარიშების დახურა. ერთი კვირის შემდეგ კი ჩილეს სახელმწიფო ბანკმა სამივე კრიპტოვალუტის ბირჟის ანგარიშები დახურა.

Twitter-ზე ჩილეში კრიპტოვალუტის არსებობის მსურველებმა წამოიწყეს აქცია #ChileQuiereCryptos. აქციის მიზანია ინდუსტრიის ხელის შეწყობა და მოქალაქეებისთვის კრიპტოვალუტით ვაჭრობის შესაძლებლობის შენარჩუნება.

აქციის ერთ-ერთი მონაწილემ ჰერნან მაურეირამ Twitter-ზე დაწერა, რომ გმობს ბანკის მიერ ბირჟების ანგარიშების დაბლოკვას და ამბობს, რომ როდესაც ამ ტექნოლოგიით მსოფლიო წინ მიდის, ამ დროს ჩილე უკან დგამს ნაბიჯებს.

BUDA-ს თანადამფუძნებელი და გენერალური დირექტორი გილერმო ტორელიბა აღნიშნავს, რომ ბანკების მიერ ანგარიშების დახურვა მთელ ინდუსტრიას მოკლავს.

შეგახსენებთ, რომ, როგორც Bloomberg-ი იუწყება, კრიპტობირჟა BUDA ყოველდღიურად 1 მილიონ დოლარს ვაჭრობდა, სანამ მისი საბანკო ანგარიში დაიხურებოდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი