Chiliz-მა ახალი ქსელის გაშვების შესახებ განაცხადა

0
1281

ციფრული ვალუტების სპორტულმა კომპანიამ, Chiliz-მა Scoville-ს ქსელის გაშვების შესახებ განაცხადა.

ახალი ქსელი – CC2 შეეცდება გააუმჯობესოს მაღალი დონის სპორტული და გასართობი ფირმების Web3 შესაძლებლობები, რათა შექმნას სხვადასხვა სერვისი, როგორიცაა: NFT, ფან-ტოკენები, დეცენტრალიზებული ფინანსური (DeFi) აპლიკაციები და ა.შ.

ალექსანდრე დრეიფუსმა, Chiliz and Socios–ის აღმასრულებელმა დირექტორმა აღნიშნა, რომ გულშემატკივართა ტოკენი საშუალებას აძლევს თაყვანისმცემლებს უნიკალური ციფრული შესაძლებლობები გადაიტანონ რეალურ ცხოვრებაში და ისარგებლონ საჩუქრებით.

„ვალიდატორების რაოდენობა, საკომისიოებთან ერთად დროთა განმავლობაში გაიზრდება როგორც ეკოსისტემა“,- განაცხადა Chiliz-ის მთავარმა სტრატეგიის ოფიცერმა მაქს რაბინოვიჩმა.

ამჟამად, CHZ 66-ე ადგილზეა საბაზრო კაპიტალიზაციის რეიტინგში. მისი ფასი კი 0,284 დოლარს შეადგენს.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს მალტაში დაარსებულმა Chiliz-მა თავი დაიმკვიდრა, როგორც წამყვანმა ციფრულმა კომპანიამ. კომპანიის ნიშანი CHZ არის ძირითადი ვალუტა ფანებზე ორიენტირებულ Socios.com პლატფორმაზე.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი