სამხრეთ კორეა კრიპტოვალუტას მოგების გადასახადს დაუწესებს

0
1252

სამხრეთ კორეაში ციფრული ვალუტის დაბეგვრამ შესაძლოა, 20% შეადგინოს.

სამხრეთ კორეის კერძო სექტორის წევრებმა ცოტა ხნის წინ განიხილეს კრიპტოვალუტის ვალდებულებთან დაკავშირებული საგადასახადო კანონპროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა კაპიტალის მოგების გადასახადის დაწესებას.

13 ივლისს გამართული დისკუსიების დროს, წევრებმა აღნიშნეს, რომ კრიპტო-მოგების გადასახადები 20%-მდე დაიბეგრებოდა.

არსებულ კანონში შესწორება კრიპტოვალუტების კლასიფიკაციასაც შეეხება.

კანონმდებლებმა დაადგინეს, რომ ციფრული ვალუტა შესაძლოა, ეკონომიკური ღირებულების ელექტრონულ სარგებლად მიიჩნიოს.

უნდა აღინიშნოს, რომ კრიპტოვალუტის დაბეგვრაზე საუბარი ივნისის თვეში დაიწყო.

სამხრეთ კორეის ფინანსთა მინისტრმა, ჰონგ ნამი-კიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლის დროს აღნიშნა, რომ ციფრული ვალუტისგან მიღებული მოგება დაიბეგრება.

მაისის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამხრეთ კორეის მთავრობა კრიპტოვალუტის შესახებ არსებულ კანონში შესწორების შეტანას გეგმავდა.

სამხრეთ კორეის ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტრო ამზადებდა ცვლილებას, რომელიც საშემოსავლო გადასახადის შესახებ კანონს შეეხებოდა.

”ჩვენ განვიხილავთ კაპიტალის მოგების გადასახადს ან სხვა საშემოსავლო გადასახადს ადგილობრივი და უცხოელი ინვესტორების მიერ მოგებაზე, ციფრული აქტივების გაცემისას”,- აღნიშნა ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრმა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი