Circle-ი Cybavo-ს შეიძენს

    ფინანსური მომსახურების ცნობილი კომპანია Circle-ი ციფრული ვალუტების ინფრასტრუქტურის პლატფორმა Cybavo-ს შეძენაზე დათანხმდა.

    ეს გარიგება Circle-ს საშუალებას მისცემს უზრუნველყოს გარკვეული ტიპის ინფრასტრუქტურა, მაგალითად ფინანსური სერვისები, რომლებსაც Web3-ზე განვითარების შანსი აქვთ.

    ამიერიდან გარიგების ფარგლებში დასაქმებულ დეველოპერებს შეეძლებათ თავიანთ პროდუქტებზე მუშაობა.

    Circle-ის და CYBAVO-ს ერთობლივი პრესკონფერენციის მიხედვით, საზოგადოებისათვის ცნობილი გახდა, რომ ისინი მომავალში USD Coin-ის (USDC) და Web3 აპლიკაციების მიღების ხელშეწყობას აპირებენ, შემდგომში კი აღნიშნულ ტექნოლოგიებს საკუთარი ძირითადი პროდუქტების სიაში დამატებას გეგმავენ.

    ასევე Circle-ს სურს CYBAVO-ს პროდუქტებისა და სერვისების განვითარება, ოპერირება და მათი ინტეგრირება, როგორც ახალი პროდუქტის საყრდენი Circle-ისთვის. Cybavo არის ტაივანში დაფუძნებული სტარტაპი, რომელიც 2018 წელს შეიქმნა და შარშან 4 მილიონი დოლარი ღია დაფინანსების რაუნდში მოიზიდა.

    Cybavo-ს თანადამფუძნებელმა და აღმასრულებელმა დირექტორმ,ა პოლ ფანომ, განაცხადა, რომ Circle-ი და CYBAVO იზიარებენ მსგავს ოპერაციულ პრინციპებსა და ღირებულებებს.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *