ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიას კრიპტო კომპანიების მიმართ ახალი მოთხოვნა აქვს

0
802

ამერიკულმა კომპანიებმა, რომლებიც თავიანთი კლიენტების კრიპტოვალუტებს იცავენ, ცოტა ხნის წინ, ახალი საბუღალტრო სახელმძღვანელო მიიღეს, ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისიის, Staff Accounting Bulletin-ის სახით.

პერსონალის ბუღალტრული აღრიცხვის ბიულეტენი – 121, მაღალ ტექნოლოგიურ, სამართლებრივ და მარეგულირებელ რისკებს აღნიშნავს, რომლებიც კრიპტოვალუტებთანაა დაკავშირებული.

ეს რისკები ისეთი კომპანიების ოპერაციებსა და ფინანსურ მდგომარეობაზე ახდენს გავლენას, როგორებიცაა Coinbase-ი, PayPal-ი და Robinhood-ი. ისინი იცავენ მომხმარებლების კრიპტოვალუტებს და მათ თავისუფლად ვაჭრობის საშუალებას აძლევენ.

საბუღალტრო სახელმძღვანელო კომპანიებს ურჩევს, თავიანთი მომხმარებლების აქტივები ღიად დააფიქსიროს აღრიცხვებში.

გარდა ამისა, სახელმძღვანელო ურჩევს და ყოველ ჯერზე ასენებს კომპანიებს, რომ მომხმარებლები რისკების შესახებ უნდა გააფრთხილონ.

შეგახსენებთ, რომ აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა კრიპტოვალუტასთან დაკავშირებით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება დაიწყო. ამ ეტაპზე დეპარტამენტის ფინანსური წიგნიერების კომისია საგანმანათლებლო მასალებს ადგენს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი