ჩინეთში 2020 წელს Blockchain კომპანიების რიცხვი გაიზარდა

0
1131

Covid-19-ის მიუხედავად, ჩინეთში Blockchain კომპანიების რიცხვი გაზრდილია.

Blockchain ტექნოლოგიისა და კრიპტო მონაცემების პლატფორმა LongHash–მა რამდენიმე დღის წინ “ტვიტერზე” დაწერა, რომ ჩინეთის Blockchain სექტორი მიუხედავად პანდემიისა, არსებითად გაზრდილია.

კომპანიის განცხადების მიხედვით, იანვრიდან ივლისის ჩათვლით 10.000-ზე მეტმა Blockchain კომპანიამ მუშაობა დაიწყო.

მოხსენებაში ასევე ნათქვამია, რომ ჩინეთში Blockchain-თან დაკავშირებული კომპანიების ამჟამინდელი რაოდენობა 2017-2018 წლებთან შედარებით საკმაოდ მაღალ მაჩვენებელზეა.

მონაცემების მიხედვით, რეგისტრირებულია 84,410 კომპანია და აქედან 29,340 ოფიციალურად ფუნქციონირებს.

შეგახსენებთ, რომ ჩინეთის პროვინცია ჰაინანი ქვეყანაში პირველი ოფიციალურად ლიცენზირებული Blockchain ზონა გახდა.

ჰაინანის პროვინციის Blockchain ზონა მოიცავს ტექნიკურ ბაზასა და პროგრამული უზრუნველყოფის პარკს. ჰაინანში ასევე კვლევითი ინსტიტუტიც ფუნქციონირებს.

კვლევითი ინსტიტუტი წარმოადგენს ადგილობრივი რესურსისა და ოქსფორდის უნივერსიტეტის Blockchain-ის კვლევითი ცენტრის ერთობლივ საწარმოს.

ცენტრის ხელმძღვანელმა ვანგ ჯაინგიმ აღნიშნა, რომ ზონა გააძლიერებს თანამშრომლობას მთელი მსოფლიოს მასშტაბით საუკეთესო კვლევითი ინსტიტუტებს შორის.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი