რუსეთი კრიპტოვალუტასთან დაკავშირებულ ნორმებს ამკაცრებს

0
1119

რუსეთი ციფრულ ვალუტასთან დაკავშირებულ წესებს ამკაცრებს.

რუსეთის ფედერალური მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც ახალ კანონპროექტზე არის საუბარი. კანონპროექტი „ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ“ მიმართულია ქვეყანაში კრიპტოვალუტების მკაცრი რეგულაციებისკენ.

ახალი კანონპროექტი ბიტკოინს განსაზღვრავს, როგორც ქონებას, მაგრამ არა როგორც ლეგალურ გადახდის საშუალებას. ამ და სხვა საკითხებთან ერთად კანონპროექტში აღნიშნულია, რომ მაინერები უნდა დარეგისტრირდენენ, რათა მოხდეს მიღებული მოგების დაბეგვრა.

მარტში მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვეყნის საკანონმდებლო ორგანო კანონპროექტს ამზადებდა, რომელიც კრიპტოვალუტების გაცემასა და მიმოქცევას აკრძალავდა.

ამ საკითხის შესახებ რუსეთის ცენტრალური ბანკის იურიდიული განყოფილების ხელმძღვანელი, ალექსი გუზნოვი მედიასთან ღიად საუბრობდა.

მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველი კანონპროექტი “ციფრული ფინანსური აქტივების შესახებ” ითვალისწინებდა, რუსეთში კრიპტოვალუტით ვაჭრობის დაშვებას, შესწორებული დოკუმენტი აშკარად კრძალავდა თითქმის ყველაფერს.

ალექსი გუზნოვი აცხადებდა, რომ მოქმედი კანონი პირდაპირ არ კრძალავს კრიპტოვალუტის გაცემასა და მიმოქცევას.

უნდა აღინიშნოს, რომ რუსეთის მთავრობის გადაწყვეტილება მოულოდნელი არ არის. ჯერ კიდევ შარშან, 2019 წლის პირველ დეკემბერს პირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთი კრიპტოვალუტის აკრძალვას გეგმავდა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი