ჩინეთმა ციფრული იუანის ბანკომატების წარმოება დაიწყო

0
1190

ჩინეთის სახელმწიფო ბანკი ბანკომატებს ციფრული იუანის მისაღებად აწარმოებს.

ჩინეთის მცდელობამ, შეიტანოს ცვლილებები ბანკის მიერ გამოშვებულ ციფრულ ვალუტაში წინსვლა განიცადა, რაც გამოიხატა იმაში, რომ ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკმა დაიწყო ბანკომატის საპილოტე პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს მოქალაქეებს გადაცვალონ ფულადი სახსრები და დანაზოგი ციფრულ იუანში.

როგორც ცნობილია, შენზენის რეგიონის შერჩეულ ფილიალებში მომხმარებლებმა დაიწყეს ციფრული იუანის დახარჯვა და კონვერტაცია, რომელიც მიიღეს ჩინეთის “წითელი კონვერტის” ლატარიის ფარგლებში, სადაც 3 მილიონი დოლარის ღირებულების ახალი ვალუტა გადაეცა 100,000 ადგილობრივ მოქალაქეს.

ბანკომატები ციფრული იუანის აპლიკაციის დახმარებით თანხის ამოღების საშუალებას იძლევა და მომხმარებლებს საშუალებას აძლევს გადაიტანონ ფულადი სახსრები და დანაზოგი ცენტრალური ბანკის ციფრულ ვალუტაში.

ჩინეთის სოფლის მეურნეობის ბანკი არის ქვეყნის ერთ–ერთი უდიდესი ბანკი ოთხ სახელმწიფო ბანკს შორის. ბანკის ციფრული იუანის ინოვაციების ლაბორატორიის მენეჯერმა, ზო ჰუამ განაცხადა, რომ ბანკომატის გავრცელება მოქალაქეთა ფულადი სახსრების საბოლოოდ გაციფრულებისკენ მიმართული მცდელობების ნაწილია.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი