იაპონურმა კრიპტოვალუტის ბირჟამ ფინანსურ ჰოლდინგთან პარტნიორობა დაიწყო

    იაპონურმა კრიპტო ბირჟამ Bitbank-მა ფინანსურ ჰოლდინგთან Sumitomo Mitsui Trust Holdings-თან პარტნიორობის შესახებ განაცხადა. მიზეზი Japan Digital Asset Trust-ის (JADAT) დაარსებაა.

    კომპანია შეიქმნება იმისათვის, რომ ხელი შეუწყოს ინსტიტუციური მოთამაშეების შემოსვლას იაპონიის ციფრული ვალუტების ბაზარზე.

    დაარსების შემდეგ, კომპანია სპეციალიზირებული იქნება ციფრული ვალუტების, სტაბილკოინების, NFT-ის უსაფრთხოებაზე.

    Bitbank არის ერთ-ერთი უმსხვილესი კრიპტო ბირჟა აზიაში, ყოველთვიური ვაჭრობის მოცულობა 5 მილიარდ დოლარზე მეტია. Sumitomo Mitsui Trust Holdings-ი კი არის საჯარო ვაჭრობის ჰოლდინგი.

    განცხადების მიხედვით, კომპანიები თავიანთ გამოცდილებას JADAT-ის განვითარებისთვის გამოიყენებენ.

    შეგახსენებთ, რომ გასულ კვირას, იაპონიის ერთ-ერთმა უმსხვილესმა საინვესტიციო ბანკმა, Nomura-მ გეგმები ქვეყნის გარეთ შვილობილი კრიპტო კომპანიის შექმნის შესახებ გაამჟღავნა.

    როგორც ცნობილი გახდა, ახალი კომპანია ფოკუსირებული იქნება ინსტიტუციების დახმარებაზე, ყველა იმ საკითხზე, რაც კრიპტო სექტორსა და NFT-ის შეეხება.

    Leave a Reply

    Your email address will not be published. Required fields are marked *