პანამის რესპუბლიკის პრეზიდეტმა კრიპტოვალუტის კანონპროექტს ხელი არ მოაწერა

0
1285

პანამის პრეზიდენტმა, ლაურენტინო კორტიზომ აღნიშნა, რომ არ მოაწერს ხელს კრიპტო კანონპროექტს, რომელიც ქვეყნის ეროვნული ასამბლეის მიერ დამტკიცდა.

მიზეზი კი ფულის გათეთრების საწინააღმდეგო დამატებითი წესების არარსებობა არის.

ოთხშაბათს Bloomberg New Economy Gateway-ის ლათინური ამერიკის კონფერენციაზე საუბრისას, კორტიზომ განაცხადა, რომ პანამის საკანონმდებლო ორგანოს მიერ მიღებულმა კანონპროექტმა უნდა გაიაროს იურიდიული შემოწმება, სანამ მის სამუშაო მაგიდამდე მიაღწევს.

თუმცა პრეზიდენტმა იქვე დასძინა, რომ მას მეტი ინფორმაცია სჭირდებოდა, სანამ ხელს მოაწერს.

პრეზიდენტმა განაცხადა, რომ მან დაამტკიცა კანონპროექტის გარკვეული ასპექტები, მაგრამ მიანიშნა კრიპტოვალუტების შესაძლო უკანონო გამოყენებაზე, რაც საჭიროებს მოგვარებას.

”ამ კანონს ხელს არ მოვაწერ. თუ კანონს აქვს პუნქტები, რომლებიც დაკავშირებულია ფულის გათეთრების საქმიანობასთან – ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია”,- აღნიშნა პანამის რესპუბლიკის პრეზიდენტმა.

შეგახსენებთ, რომ პანამის რესპუბლიკის ეროვნულმა ასამბლეამ „კრიპტო კანონი“ მესამედ გამართული დებატების შემდეგ, 28 აპრილს მიიღო.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი