დიდი ბრიტანეთის საგადასახადო სააგენტომ DeFi-ს შესაძლოა, ახალი რეგულაცია დაუწესოს

0
822

მისი უდიდებულესობის შემოსავლების, საბაჟოს და საგადასახადო სააგენტომ (HMRC) რეგულაციის შესახებ განაცხადა, რომელმაც შეიძლება დეცენტრალიზებულ ფინანსებზე (DeFi) გავლენა მოახდინოს.

განახლებული რეგულაცია ციფრული ვალუტებისა და DeFi-ს დაკრედიტებისა და ფსონებისთვისაა შემუშავებული. კანონში უნდა უნდა მოხდეს მისი ფუნქციის დაზუსტება. უფრო ზუსტად კი მოხდება, თუ არა ამ სერვისებიდან მიღებული ანაზღაურების შემოსავლად მიღება. რაც, შესაბამისად, შემდგომში გამოყენებული იქნება საგადასახადო მიზნებისათვის.

DeFi-ის ბუნებრივი მახასიათებლების გამო, ეს სერვისები ე.წ. ნაცრისფერ ზონაში მოხვდა, სადაც საგადასახადო პროფესიონალები არ იყვნენ დარწმუნებული, მოქმედებდა თუ არა ნაღდი ფულისათვის დადგენილი წესები მასზე.

„ტოკენების დაკრედიტება/ფსონირება დეცენტრალიზებული ფინანსების (DeFi) მეშვეობით მუდმივად განვითარებადი სფეროა. ამიტომ შეუძლებელია ყველა გარემოების დადგენა, რომლებშიც გამსესხებელი/ლიკვიდობის პროვაიდერი ანაზღაურებას იღებს თავისი საქმიანობიდან”,- აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში.

ინსტრუქციაში ნათქვამია, რომ ანაზღაურება DeFi აქტივების ფსონებითა და დაკრედიტების გზით არ განიხილება, როგორც „პროცენტი“, რადგან დიდ ბრიტანეთში ციფრული ვალუტები არ განიხილება ვალუტად. კრიპტოვალუტა წარმოადგენს საკუთრებას, რომელიც საგადასახადო მიზნებისთვის გამოიყენება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი