კრიპტო კანონპროექტებზე მუშაობის დროს სენატორები საზოგადოებას მეტი ჩართულობისკენ მოუწოდებენ

0
932

ვაიომინგის სენატორმა, სინტია ლუმისმა განაცხადა, რომ სახაზინო დეპარტამენტი შეიძლება უფრო “დიდ საფრთხეს” წარმოადგენდეს კრიპტოვალუტებისთვის, ვიდრე ფასიანი ქაღალდებისა და ბირჟის კომისია ან სასაქონლო ფიუჩერსების სავაჭრო კომისია.

ოსტინში, ტექსასის Blockchain-ის სამიტზე გამოსვლისას, სინტია ლუმისმა აღნიშნა, რომ მისი ბოლოდროინდელი შეშფოთება ფედერალურ სააგენტოს უკავშირდება. საქმე ეხება კრიპტოვალუტის ბროკერების შესახებ კანონპროექტს, რომელმაც კონგრესში დებატები გამოიწვია.

აგვისტოში სენატის მიერ მიღებული გადაწყვეტილების თანახმად, ბროკერებმა შიდა შემოსავლების სამსახურს უნდა შეატყობინონ 10.000 დოლარზე მეტი ღირებულების ციფრული ვალუტის ფლობის შესახებ. უნდა აღინიშნოს, რომ აშშ სენატის ზუსტად 3% ტექსასის Blockchain-ის სამიტს ესწრებოდა.

ტექსასელმა სენატორმა, ტედ კრუზმა ისაუბრა ბიტკოინის მოპოვებაზე, რომელიც ნავთობისა და გაზის მოპოვების შედეგად წარმოქმნილ ენერგიას იყენებს, რაც თავის მხრივ გამორიცხავს „ჭარბ აალებას“, ანუ ენერგიის გადახარჯვას.

მიუხედავად იმისა, რომ კრუზი ძირითადად ენერგეტიკულ პრობლემებზე იყო ორიენტირებული, სენატორებმა, ჯონ კორნინმა და ლუმმისმა აღნიშნეს, რომ ახალი კანონპროექტების რეგულირება დიდწილად საზოგადოების ჩართულობით განისაზღვრება.

ამიტომ მათ ადამიანებს აზრის უფრო აქტიურად დაფიქსირებისკენ მოუწოდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი