Celsius-ს კლიენტებთან სასამართლო დავა აქვს

0
935

Celsius-ის ათობით კლიენტი აშშ-ს სასამართლოს სთხოვს კრიპტოვალუტაში 22,5 მილიონი დოლარის დაბრუნებას.

კრიპტოვალუტის გამსესხებელი Celsius Network-ი გაკოტრების შემდეგ იურიდიული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა.

როგორც ცნობილია, მათ გაკოტრების შემდეგ თავიანთი აქტივების გაყინეს ამ წლის ივნისის თვეში. ამის შემდეგ რამდენიმე საჩივარი მიიღო სასამართლომ კომპანიის წინააღმდეგ.

თუმცა ბოლო სარჩელი შეიძლება ითქვას, რომ ყველაზე მოცულობითია, რადგან 64-მა დაზღვეული ანგარიშის მქონე პირმა გააერთიანა სარჩელი და, ცოტა ხნის წინ, ნიუ-იორის სამხრეთ ოლქის სასამართლოში შეიტანა, რომელიც გაკოტრების საქმეებზეა სპეციალიზირებული.

სასამართლო დოკუმენტების თანახმად, კრედიტორები ცდილობენ 22,5 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების კრიპტოვალუტის აქტივები დაიბრუნონ, რომლებიც Celsius-ის გაყინულ ანგარიშებზეა და მათი მეურვეობის სამსახური ზედამხედველობას უწევს აღნიშნულ თანხებს.

მომჩივანთა ჯგუფს გაკოტრების საქმეებზე ორიენტრირებული იურისტები წარმოადგენენ.

მოსარჩელეებმა აღნიშნეს, რომ Celsius-მა არ შეასრულა არცერთი ვალდებულება.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი