ესპანეთის პარლამენტში კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის შესახებ კანონპროექტს რამდენიმე დღეში განიხილავენ
ესპანეთის მმართველი პარტია კრიპტოვალუტისა და Blockchain ტექნოლოგიის რეგულირების შესახებ კანონპროექტს რამდენიმე დღეში წარადგენს. ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი გაზეთი La Vanguardia ავრცელებს. გამოცემა იტყობინება, რომ პარტიის მდივანმა თეოდორო გარსია ეგამ აღნიშნულის შესახებ ISDE Blockchain-ისა და სამართლის კვლევითი ცენტრის გახსნის ცერემონიალზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას გარსია ეგამ Blockchain სტარტაპებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესების შესახებაც ისაუბრა. მან ასევე განაცხადა, რომ…
