publisher

    მაიკ ნოვოგრაცი: ციფრული ვალუტა არ აპირებს ნულს გაუტოლდეს

    ტექ.-ანალიტიკოსმა მაიკ ნოვოგრაციმ კრიპტოვალუტის მიმდინარე ბაზარი შეისწავლა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ციფრული ვალუტა “მეტადონის პროგრამაში” იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს. ნოვოგრაციმ ასეთი კომენტარი გააკეთა მას შემდეგ, რაც გაიხსენა შარშანდელი ბაზრის მდგომარეობა. 2017 წლის ბოლოს, ბიტკოინის ღირებულება 20.000 დოლარს შეადგენდა. ის მიიჩნევს, რომ კრიპტო აუდიტორიაზე ეს მოქმედებდა, როგორც ნარკოტიკი. თუმცა მან იქვე აღნიშნა, რომ…

    Read More

      ემირატების ცენტრალური ბანკი და სავალუტო ფონდი კრიპტოვალუტით გადარიცხების საკითხზე მუშაობს

      არაბეთის გაერთიანებული საამიროების ცენტრალური ბანკი საუდის არაბეთის სავალუტო ფონდთან ერთად ორ ქვეყანას შორის კრიპტოვალუტით გადარიცხვების ოპერაციების დაშვების პროექტზე მუშაობს. ამის შესახებ ინფორმაციას დუბაიში დაფუძნებული მედია GulfNews-ი ავრცელებს. არაბეთის რეგიონის გლობალური საბანკო სტანდარტებისა და რეგულირების შესახებ გამართულ შეხვედრაზე, არაბეთის გაერთიანებული საამიროების ბანკის მმართველმა მურაბაკ რაშედ ალ მონსოურიმ განაცხადა: “ამ თემაზე სხვადასხვა ქვეყნის მონეტარული ხელისუფლების თანამშრომლობა მოწმობს,…

      Read More

        ანალიტიკოსები: შესაძლოა, ლაიტკოინის კურსი 20 დოლარზე აღმოჩნდეს

        ლაიტკოინის კურსი ბოლო ხუთი დღის განმავლობაში 30-სა და 20 დოლარს შორის მოძრაობს. გუშინ ალტკოინს მცირე მცდელობა ჰქონდა, რომ 23 დოლარის ნიშნულს ასცდენოდა, თუმცა ვერ მოახერხა. 11 დეკემბერს ლაიტკოინზე ვაჭრობა 24 დოლარზე გაიხსნა, რომელიც ასევე იყო დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე მაღალი ნიშნული. საღამოს ალტკოინზე ვაჭრობა 23 დოლარზე დაიხურა, რომელიც თავის მხრივ, დღის ყველაზე დაბალი მაჩვენებელს…

        Read More

          იულია ტიმოშენკო: Blockchain ტექნოლოგია კორუფციასთან ბრძოლაში უნდა გამოვიყენოთ

          უკრაინის ყოფილი პრემიერ-მინისტრი იულია ტიმოშენკო, რომელიც ამჟამად საპრეზიდენტო კამპანიას 2019 წლის მარტის არჩევნებისთვის ატარებს, აცხადებს, რომ კორუფციასთან ბრძოლაში Blockchain ტექნოლოგიას გამოიყენებს. ამის შესახებ ტიმოშენკომ სოციალურ ქსელში დაწერა. ტიმოშენკომ თავისი Facebook პოსტი საერთაშორისო ანტიკორუფციულ დღეს გამოაქვეყნა. პოსტში ის აღნიშნავდა, რომ თანამედროვე უკრაინა კორუფციაში არის ჩაფლული. ყოფილი პრემიერ-მინისტრი აცხადებს, რომ Blockchain ტექნოლოგია საჯარო ადმინისტრირების ეფექტურად მართვაში უნდა…

          Read More

            11 დეკემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

            სამშაბათს, 11 დეკემბერს ციფრული ვალუტის ბაზარი კლების ტენდენციას განაგრძობდა. 24 საათის განმავლობაში თითქმის ყველა კრიპტოვალუტის ფასი 6%-მდე შემცირდა. გუშინ, ბიტკოინის ფასი 3.400 დოლარის ბარიერის ქვემოთ აღმოჩნდა. თუმცა, დღის განმავლობაში დაფიქსირებული ფასის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 3.397 დოლარი ჯერ კიდევ არ არის კვირის მანძილზე არსებული ყველაზე დაბალი ნიშნული. წინა კვირას, 7 დეკემბერს დღის მანძილზე ბიტკოინის ფასი 3.280…

            Read More