გერმანია Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების რეგულირებაზე მუშაობს
გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების რეგულირების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა. განცხადების თანახმად, სამინისტრო ელექტრონული ფასიანი ქაღალდებისა და კრიპტო ტოკენების გაცემის რეგულირებას გეგმავს. დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ელექტრონული ფასიანი ქაღალდების რეგულირება “ტექნოლოგიურად ნეიტრალურად” უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასიანი ქაღალდები შეიძლება დაფუძნებულ იქნეს Blockchain-ზე ან ნებისმიერ ლეჯერ ტექნოლოგიაზე. ამჟამად, კრიპტო ტოკენების გაცემა არსებულ საბაზრო…
