გერმანია Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების რეგულირებაზე მუშაობს

0
2163

გერმანიის ფინანსთა სამინისტრომ Blockchain ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ფასიანი ქაღალდების რეგულირების შესახებ დოკუმენტი გამოაქვეყნა.

განცხადების თანახმად, სამინისტრო ელექტრონული ფასიანი ქაღალდებისა და კრიპტო ტოკენების გაცემის რეგულირებას გეგმავს.

დოკუმენტი ითვალისწინებს, რომ ელექტრონული ფასიანი ქაღალდების რეგულირება “ტექნოლოგიურად ნეიტრალურად” უნდა მოხდეს, რაც იმას ნიშნავს, რომ ფასიანი ქაღალდები შეიძლება დაფუძნებულ იქნეს Blockchain-ზე ან ნებისმიერ ლეჯერ ტექნოლოგიაზე.

ამჟამად, კრიპტო ტოკენების გაცემა არსებულ საბაზრო რეგულაციებს არ ექვემდებარება, ვინაიდან კრიპტოვალუტა არ წარმოადგენს ფასიან ქაღალდებს.

თუმცა, კრიპტო ტოკენების თავდაპირველი მონეტარული შეთავაზება კი ნამდვილად იწვევს დისკუსიას, რადგან კრიპტო ტოკენებში ინვესტიცია ინვესტორებისთვის ჯერ კიდევ რისკის შემცველ ვაჭრობად რჩება.

სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ამ საკითხზე კანონპროექტის შემუშავებამდე გერმანიის იუსტიციისა და მომხმარებელთა დაცვის სამინისტროებმა უნდა წარმოადგინონ დოკუმენტში აღწერილი საკვანძო საკითხების ღონისძიებების სრული სურათი.

აღნიშნული კანონპროექტის მიღება კი, მიზნად ისახავს გერმანიის როლის გაძლიერებას, რათა ქვეყანა ფინანსური ტექნოლოგიების კუთხით ერთ-ერთ წამყვანი სახელმწიფო გახდეს.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი