ტაილანდის მარეგულირებელს უსაფრთხოებასთან დაკავშირებით ახალი მოთხოვნა აქვს
ტაილანდის ფინანსური მარეგულირებელი კრიპტოვალუტების ბირჟებზე მონიტორინგს ამკაცრებს. Bangkok Post-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ქვეყნის ფულის გათეთრების წინააღმდეგ ბრძოლის სააგენტომ განაცხადა, რომ ივლისიდან კრიპტო ბირჟებმა პირადად უნდა გადაამოწმონ ახალი მომხმარებლების ვინაობა “dip-chip” აპარატის გამოყენებით. მიუხედავად იმისა, რომ ახალ მომხმარებლებს ბირჟაზე ვაჭრობის დაწყებამდე შეუძლიათ დაადასტურონ თავიანთი პირადობა, ონლაინ დოკუმენტაციის წარდგენით, dip-chip აპარატები დაასკანერებენ ტაილანდის მოქალაქის პირადობის მოწმობებში…
