publisher

    ევროკავშირი Blockchain ტექნოლოგიაში მნიშვნელოვან ინვესტიციას განახორციელებს

    ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენლები აცხადებენ, რომ განვითარებადი ტექნოლოგიებისთვის მნიშვნელოვანია პირდაპირი დაფინანსება. ამ ტექნოლოგიებში კი Blockchain-ი მოიაზრება. მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ევროკავშირი ცდილობს ტექნოლოგიური განვითარება რეგიონში 177 მილიარდი დოლარის ინვესტიციით გააძლიეროს. “ბლუმბერგის” ინფორმაციით, ევროკავშირის ოფიციალური პირები გეგმავენ პირდაპირი ინვესტიციების განხორციელებას ისეთ სფეროებში, როგორიცაა Blockchain-ი, 5G და ა.შ. დაგეგმილი 177 მილიარდი დოლარის საინვესტიციო ფონდი არის 750 მილიარდი…

    Read More

      თურქეთი სტაბილკოინის პროექტზე მუშაობას განაგრძობს

      თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს სხვადასხვა კომპანიასთან, რათა ციფრული თურქული ლირას თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნას. ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის კვლევისა და განვითარების პროცესში ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია. როგორც ცნობილი გახდა, მემორანდუმები სამ ადგილობრივ კვლევით და ტექნოლოგიურ კომპანიასთან გაფორმდა. კომპანიები ციფრული ლირას თანამშრომლობის ერთობლივ პლატფორმას შექმნიან. პროექტის წინსვლისას მოსალოდნელია მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაც. სამი დაინტერესებული კომპანიის ჩამონათვალი…

      Read More

        14 სექტემბერს დაფიქსირებული ფასების მცირე მიმოხილვა

        სამშაბათს, 14 სექტემბერს, კრიპტოვალუტების ბაზარი გაუმჯობესდა. ტოპ 10 კრიპტოვალუტის კურსის მაჩვენებლის მატება 0.03%-დან 5.59%-მდე მერყეობს. კურსის ზრდა განიცადა ბიტკოინმაც. კრიპტოვალუტის ფასი 44.000 დოლარიდან 46.625 დოლარამდე გაიზარდა. ბოლო 24 საათის განმავლობაში კრიპტოვალუტის კურსი 3.27%-ით გაუმჯობესდა. უნდა აღინიშნოს, რომ რამდენიმე კვირიანი წარუმატებელი ვაჭრობის შემდეგ ეთერიუმის კურსმა ზრდა დაიწყო. დღეს კრიპტოვალუტის ღირებულებამ 2.21%-ით მოიმატა. ეს ნიშნავს, რომ ეთერიუმის…

        Read More

          შვედეთის ცენტრალური ბანკის მმართველი: კრიპტოვალუტა ტრადიციული ვალუტის ალტერნატივა ვერ იქნება

          შვედეთის საბანკო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლის დროს, Sveriges Riksbank-ის მმართველმა, შტეფან ინგვესმა განაცხადა, რომ კერძო ფული ადრე თუ გვიან გაქრება. ქვეყნის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელმა კერძო ფულში კრიპტოვალუტა იგულისხმა. შტეფან ინგვესმა ბიტკოინი უარყო, როგორც მთავრობის მიერ მხარდაჭერილი ტრადიციული ვალუტების ალტერნატივა. ”რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ გამდიდრდეთ ბიტკოინით ვაჭრობით, მაგრამ ეს მარკებით ვაჭრობის მსგავსია”,- განაცხადა veriges Riksbank-ის მმართველმა….

          Read More

            ჩინეთი NFT-ის ოპერაციებს მნიშვნელოვნად არ მიიჩნევს

            ჩინეთის მთავრობამ გამოაქვეყნა განცხადებების სერია, რომელიც NFT ბაზრის წინააღმდეგ არის მიმართული. ყველა განცხადებაში ხაზგასმით ნათქვამია, რომ NFT-ის ოპერაციები არის უზარმაზარი “ეკონომიკური ბუშტი“. უნდა აღინიშნოს, რომ NFT-ის გარდა, ჩინეთის მთავრობამ კრიპტოვალუტის მაინინგის წინააღმდეგაც არაერთი ოპერაცია განახორციელა. მაინინგის ოპერაციები ჩინეთის სხვადასხვა პროვინციაში შეჩერდა. ანჰუის, ჩინეთის აღმოსავლეთ პროვინციის ხელისუფლებამ ზომების მიღების შესახებ ინფორმაცია გაავრცელა. “მთელი რიგი ელექტროენერგიის მზარდი…

            Read More