თურქეთი სტაბილკოინის პროექტზე მუშაობას განაგრძობს

0
1033

თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურმა ბანკმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებებს სხვადასხვა კომპანიასთან, რათა ციფრული თურქული ლირას თანამშრომლობის პლატფორმა შეიქმნას.

ქვეყნის ცენტრალური ბანკისთვის კვლევისა და განვითარების პროცესში ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია.

როგორც ცნობილი გახდა, მემორანდუმები სამ ადგილობრივ კვლევით და ტექნოლოგიურ კომპანიასთან გაფორმდა. კომპანიები ციფრული ლირას თანამშრომლობის ერთობლივ პლატფორმას შექმნიან. პროექტის წინსვლისას მოსალოდნელია მონაწილეთა რაოდენობის გაზრდაც.

სამი დაინტერესებული კომპანიის ჩამონათვალი კი ასე გამოიყურება: Aselsan-ი, თავდაცვის მთავარი კორპორაცია, Havelsan-ი, პროგრამული უზრუნველყოფის და სისტემების შემქმნელი თავდაცვისა და IT სექტორში და TÜBİTAK-ი ინფორმატიკისა და ინფორმაციის უსაფრთხოების კვლევის ცენტრი.

პროექტის მონაწილეები ბანკს ციფრული ლირას ქსელის პროტოტიპის შემუშავებასა და გამოცდაში დაეხმარებიან.

მიუხედავად იმისა, რომ განცხადება არ განმარტავს პროექტის საფუძვლად არსებულ ტექნოლოგიურ ინფრასტრუქტურას, იგი შესაძლებლობას მოიცავს, რომელიც შემდგომ ეტაპზე Blockchain ტექნოლოგიის გამოყენებას გულისხმობს.

შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ციფრული ვალუტის პროექტის დაწყება 2020 წლის დეკემბერში დაანონსა.

დატოვეთ კომენტარი

კომენტარი